- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით,ზუგდიდ – ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა ქართული კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ხელნაწერების გამოფენა.
წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული ცენტრთან არსებული ხატვის წრისა და თექის სახელოსნოს ,,იალაღის” მოსწავლეთა ნამუშევრები.
მეუფემ მრევლთან ერთად დაათვალიერა გამოფენა, დალოცა, გაესაუბრა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.