- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 ივლისიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ (ჯამში 250 ლარი თვეში).
გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.