ბრიტანეთში აუქციონზე ზელენსკის ცნობილი ხაკისფერი ქურთუკი გაყიდეს


  • ბრიტანეთში აუქციონზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ხაკისფერი ქურთუკი გაყიდეს. ბრიტანული და უკრაინული მედიების ინფორმაციით, ის 90 000 ფუნტად, ანუ 111 000 დოლარად გაიყიდა.

აუქციონის დაწყებამდე საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილებს ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა და “მამაც ბორისსა” და ბრიტანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეკრებილებს განუცხადა, რომ ზელენსკის ქურთუკი საწყის ფასზე, 50 000 ფუნტზე უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყო.

აუქციონზე სხვა ლოტებიც იყო წარმოდგენილი, კერძოდ, ჯონსონის მამლის დოქი, რომელიც კიევში ზელენსკისთან ერთად სეირნობისას მოქალაქემ აჩუქა. ასევე, ტური კიევში ქალაქის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ერთად. ჯონსონმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტური მას ჰქონდა და მყიდველებს უთხრა, არ ინანებდნენ.

როგორც Ukrinform წერს, ლონდონში, Tate Modern-ის გალერეაში საქველმოქმედო ღონისძიება პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას და დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. საღამოს Brave Ukraine ერქვა. თანხა მთლიანად უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!