21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამოიფინა ადგილობრივი და ცენტრალური ჟურნალ-გაზეთები. წყაროების ფონდიდან გამოტანილ იქნა ჟურნალ-გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს უძველეს აღწერილობებს.
მკითხველს დღის განმავლობაში შეეძლება დაათვალიეროს ბეჭდური გამოცემების უძველესი ნამუშევრები. გამოფენა სამ დღეს გასტანს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა გვარამიამ აღნიშნა, რომ გამოფენით უნდოდათ მკითხველისთვის შეეხსენებინათ თუ რა მდიდარ ფონდს მოიცავს ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Z2lTEj6HEyA[/embedyt]