- დღეს, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია უძღვებოდა.
შეხვედრაზე წინასაახალწლო მზადების ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხები იქნა განხილული.
საბავშვო ბაღის გამგეებს მიეცა რეკომენდაცია, საახალწლო აქტივობები აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების დაცვით განხორციელდეს.