- აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.
„თავს ვარიდებ პასუხის გაცემას იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოდ მომეჩვენა. ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.