ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა ტრაფარეტებით ხელში გააპროტესტეს ზუგდიდიდან წაყვანილი ძაღლების ბედი ბათუმის თავშესაფარში. აქციის ორგანიზატორის თამარ ჟვანიას თქმით,  ბათუმის ცხოველთა თავშესაფარ „სერვერში“ ძაღლები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.

მისი ინფორმაციით, ზუგდიდან   220 ძაღლი იქნა გადაყვანილი. „მკვდარი და ცოცხალი ცხოველები ერთად არიან მოთავსებული. საკვები არა აქვთ,  წყალი ბინძურია და ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების ერთერთი წყარო“.  აქციის ორგანიზატორები  მერიას მოუწოდებენ  გააუქმონ ადრე გაფორმებული ხელშეკრულება რათა, მიუსაფარმა ცხოველებმა შესძლონ ნორმალურ პირობებში ცხოვრება, ამასთანავე, ისინი ბრალს სდებენ  „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურს, მათი თქმით, სწორედ „ზუგდიდასუთავების“ სამსახურს გადაყავს ძაღლები ბათუმში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=1f8sIzhiZFs[/embedyt]

„ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის ხელმძღვანლის ნუგზარ მალაშხიას თქმით, დასავლეთ საქართველოში ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ბათუმის „სერვერშია“,  მოწესრიგებული მატერიალურ ტექნიკური ბაზით.  ტენდერი გამოცხადდა და 12 ათას ლარიანი ხელშეკრულება დავდეთ. სატენდერო შესასრულებელი სამუშაოები ივლისის თვეში დამთავრდა. აგვისტოს თვეში ახალი ტენდერი გამოცხადდება- აღნიშნა მალაშხიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!