დღეს, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახის ორგანიზებით ჩატარდა საახალწლო მუსიკალური ზეიმი „ახალი წელი მოსულა’’. ღონისძიების მონაწილეები გახლდათ ბავშვთა ოთახის მკითხველები, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ლექსებით, მუსიკალური ნომრებით და ქართული ხალხური ცეკვებით.შეხვედრას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მშობლები.