აღმოჩენილია ზუგდიდის კომუნიკაციის მიწისქვეშა ნაშთები


ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანლის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  დღეს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები: რევაზ პაპუაშვილი, ბადრი ჭანკოტაძე, თორნიკე გურგენიძე და მოწვეული ექსპერტი რევაზ პაპუაშვილი იმყოფებოდნენ. ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მომართვის საფუძველზე,ზუგდიდსა და ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრნენ. სპეციალისტებმა ვიზუალურად დაათვალიერეს ქალაქ ზუგდიდში ცენტრალური მოედნის შემოსასვლელთან საავტომობილო გზის საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მხარეს ახლად აღმოჩენილი ჭისებრი ორმო და მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერების  შედეგად გაირკვა, რომ საქმე გვაქვს მეოცე საუკუნის 20-30 წლების ზუგდიდის მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთებთან და საკუთრივ ცილინდრული ფორმის კერამიკის გვიმით ამოყვანილ ჭასთან. ჭა მთლიანად თიხის მასალითაა ამოყვანილი და სიღრმეში ერთმანეთზე გადაბმისას თანდათან ვიწროვდება. ამ ეტაპზე ,მოცულობითი სამუშაოების გამო თითქმის შეუძლებელია მისი სიღრმის განსაზღვრა. დიამეტრი დაახლოებით 1 მეტრია.ექსპედიციის წევრებმა  ასევე ვიზუალურად შეისწავლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულში,ბონდო მებონიას საკარმიდამო ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის უკან, მიწის სამუშაოების დროს დაფიქსირებული  წითლად გამომწვარი კერამიკის, კერძოდ ქვევრის ფრაგმენტები.აღსანიშნავია, რომამადგილასმდებარეობს  ბაზილიკურიტიპისმცირეზომისნაეკლესიარი.     ზედაპირულიდაზვერვითჩანს, რომშემორჩენილიაჩრდილოეთით, სამხრეთითდადასავლეთით 1.5 და 1 მსიმაღლისდააღმოსავლეთით 2.5 მსიმაღლისკედლები.  როგორცჩანს, ეკლესიანაგებიარიყისქვით, გარედანსაგულდაგულოდდადამუშავებულიკირქვითყოფილამოპირკეთებულრომლებზეც ჩუქურთმები ყოფილა დატანილი. სამწუხაროდ, საპერანგე ქვების უმეტესი ნაწილი დაკარგულია. ალაგ-ალაგ აწყვია ორნამეტიანი ქვებისა და სვეტის ფრაგმენტები. ნაეკლესიარი ზომით თითქმის კვადრატულია, სიგრძე 5 მ., სიგანე კი 4,5 მ.–ს შეადგენდა.ტაძრის გარშემო გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული, რომლის გავრცელების პერიმეტრი ბუნდოვანია და ჩანს უსწორმასწოროდ მიემართება, მაგრამ ის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული.ტაძარი ქრონოლოგიურ ასაკზე საუბარი მხოლოდ მსგავსი ტიპის სამშენებლო ტექნიკითა და ტიპოლოგიური ანალიზითაა შესაძლებელი. ასევე, აქვე ნაპოვნი კერამიკის მასალებით მათ შორის მოჭიქული კერამიკით. ამდენად, ეკლესია ზოგადად მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით თარიღდება. მიხედავად ამისა ტაძრის ეზოში ხშირია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევები, რომლებიც ქრონოლოგიურად განსხვავებულ პერიოდებს განეკუთვნებიან. ჩანს, რომ ტაძარი თითქმის უწყვეტად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ და ქვის მასალა ახლომახლო სახლების მშენებლობისას გამოუყენებიათ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!