„აღმოაჩინე მელომანი“


„ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს“ ორგანიზებით გამართულ კონკურსში „აღმოაჩინე მელომანი“ გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 12 საჯარო და კერძო სკოლა, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი „ტრიო“ და სასულიერო გიმნაზია  „პაუერ ტრიო“.
კონკურსში
, ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდები, ქალაქ ზუგდიდის მერიის გუნდი „მაჟორი“ და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს გუნდი „დო-რე-მი“. თითოეული ჯგუფი სამ-სამი კონკურსანტისგან შედგებოდა. პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ ზუგდიდის II საჯარო სკოლის გუნდი 9¾ გახდა, მეორე ადგილი X საჯარო სკოლის გუნდმა „პენტატონიკა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჯგუფი „ტრიო“ (პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი) გავიდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატებითა და სიმბოლური მუსიკალური ფირფიტებით.

„ქალაქ ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულო“ მადლობას უხდის ადგილობრივ თვითმართველობას და რესტორან “მონოპოლის” ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას და მათ ჩართვას თვითმმართველობის საქმიანობაში. პროექტი 2000-ზე მეტ ახალგაზრდული საკრებულოს წევრს და 3000-ზე მეტ პროექტის მონაწილეს აერთიანებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!