- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია “სირცხვილია” გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: “რუსეთი ოკუპანტია”, “არა ოკუპაციას”.
აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროტესტს და მათ მხარდაჭერას უცხადებენ. აქცია სიმღერით ” გახარიას უხარია” დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.