- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 7269-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 5286 ადამიანი.