აფხაზეთში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5312-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3611-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი, 19 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 38 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 68 შეადგინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!