- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, რეგიონში 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში ვირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4 772 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა, 2 929 კი- გამოჯანმრთელდა.