- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი, 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან გუდაუთის საავადმყოფოს 9 სექტემბერს მიმართა სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი 20 მათგანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 106 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 14, საშუალო სიმძიმისაა 27, 9 პაციენტი კი გაეწერა. თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი.
მთლიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა გამოვლენილი, 434 გამოჯანმრთელდა.