- დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსზე 464 პირი გამოიკვლიეს. ვირუსი 247-ს დაუდასტურდა. გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმის ინფექციურში კი ვირუსით 1 კოვიდინფიცირებული პირი, 64 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 101 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43 427, ხოლო გარდაიცვალა 642 ადამიანი.