- აფხაზეთში კორონავირუსზე 461 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 130 – ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე – ღამეში გუდაუთის საავადმყოფოში ვირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების 39115 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34007, გარდაიცვალა -577 ადამიანი.