- ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 476 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 126 ახალი შემთხვევა. კორონავრუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 819 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 870-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 500 პირი.