- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 547 ადამიანი გაიტესტა. აქედან ვირუსი 141-ს დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 368 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია – 316, გამოჯანმრთელდა 18 189 მოქალაქე.