ოკუპირებულ აფხაზეთში, 13 სექტემბერს კორონავირუსზე 150 ადამიანი გამოიკვლიეს. 16-ს ვირუსი დაუდასტურდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 61 პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 11 პაციენტი, ნაკლები სიმძიმისაა 18 პაციენტი. დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 656 შემთხვევა დაფიქსირდა, 186 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6.