აუდიო წიგნი “მეგრული ხალხური ზღაპრები” ბრაილის შრიფტით


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროკავშირის პროექტი #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მეგრული ენის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით გამოსცა ბრაილის შრიფტით გაფორმებული აუდიო წიგნი ,,მეგრული ხალხური ზღაპრები“.

აუდიო წიგნი შექმნილია ცნობილი ქართველი მეცნიერების და მკვლევარების კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ ჩატარებული მრავალწლიანი საველე ექპსედიციების შედეგად 1991 წელს წიგნად გამოცემული მასალების მიხედვით.

აუდიო წიგნში შესულია ორმოცდარვა ზღაპარი მეგრული ხალხური ზეპირსიტყვიერების საგანძურიდან.

აუდიო წიგნები საჩუქრად გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ყველა საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!