იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში არქივის ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნის პერიოდში მასთან მივიდნენ მუშები, რომელთაც ასფალტის დაგების შემდეგ ხელფასი არ გადაუხადეს დამქირავებლებმა და რამდენიმე დღის წინ გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარეს მერიის შენობის წინ. ისინი ამ წუთებში თეა წულუკიანს თავიანთი კუთვნილი ხელფასის ამოღებაში დახმარებას სთხოვენ. შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.