ანანო ქებურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა


  • ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ოქროსმედალოსანი ანანო ქებურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ანანო სწავლას სამართლის ფაკულტეტზე განაგრძობს.

ანანო ქებურია: “-პროფესიის არჩევა არ იყო ჩემთვის იოლი საქმე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება ითქვას, რადიკალურად განსხვავებული საკითხებით ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ თანდათან ჩამოვიყალიბე შეხედულებები რეალისტურად დავიწყე მსჯელობა. საბოლოო ჯამში, ჩემი ინტერესებისა და გარემოებების შეჯერების საფუძველზე, ასევე მნიშვნელოვანი ადამიანებისგან სასარგებლო რჩევების დახმარებით, მიზანშეწონილად მივიჩნიე ამ პროფესიის არჩევა. ასპროცენტიანი გრანტის დანახვა ძალიან ამაღელვებელი იყო. გამიხარდა, ჩემი გულშემატკივრების იმედები, რომ გავამართლე.

სკოლაში ყოფნის დროს, აქტიურად ვმონაწილეობდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალურ თამაშებში. ვიყავი გუნდის კაპიტანი ,,რა სად როდისზე”, ამის გარდა, წარმატებით ვმონაწილეობდი ესეების კონკურსებსა და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. სკოლამ საკმაოდ კარგი საფუძველი მომცა და რეპეტიტორებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში და საბოლოოდ, ამ შედეგის დადებაში.

ვეცდები, მყარი საფუძველი შევიქმნა წარმატებული კარიერისა და წინსლისათვის. მადლობელი ვარ, ჩემი ოჯახისა და ახლობლების, ასევე სკოლის, რეპეტიტორების, რომ ერთგულად მედგნენ გვერდში და წამითაც არ შეჰპარვიათ ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში. განსაკუთრებული მადლობა დედას, რომ დაძაბულ მომენტებში მამხნევებდა და ძალას მაძლევდა. მინდა ყველა სტუდენტს წარმატებები ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!