თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს


  • თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები.

“საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.

ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა”. -ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.

თურქეთში საქართველოს საელჩო, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში,​ ცხელის ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 802.

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 003.

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 264.

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!