- ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ზუგდიდის საუბნო კომისიებში ხმა მისცა 24 282–მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტულად შეადგენს ამომრჩეველთა 20,9%-ს.
დღეს, ზუგდიდის მუნოციპალიტეტში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნები. ახალი მერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წლის ოქტომბერში არჩეული მერი ლაშა გოგია ქრთამის აღებისთვის დააკავეს.