- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება.
“სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები სანიტაიზერით. აუცილებელია ეს და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებით და შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით”, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებტან საუბარში.