- ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, ალილოზე შემოწირული საჩუქარი და ნობათი მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
“მისი, მაღალყოვლადუსამღვდელოესის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ალილოზე შემოწირული საჩუქარი და ნობათი, დღეს მღვდელმა მამა გიორგი ჯანაშიამ სტიქაროსან ალექსანდრე კვარაცხელიასთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”.-ნათქვამია განცახდებაში.