- ზუგდიდში ამერიკული ფეხბურთი ფუნქციონირებს. კლუბის წარმატებებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუგდიდში ავთანდილ ციკუტანია.
“დავამთავრე აიტი ინჟინერიის ფაკულტეტი. სანამ ბოტანიკურ ბაღის მშენებლობაში დავიწყებდი მუშაობას, ტექნოპარკში ვასწავლიდით ქსელურ ადმინისტრიებას ССNA და IT esential კურსებს. რაც შეეხება ამერიკულ ფეხბურთს, რომლის ზუგდიდში არსებობითაც თქვენ დაინტერესდით, ასეთი ისტორია აქვს: 2018 წელს, მეგობარს დათო ჭუმბურიძეს შესთავაზეს გუნდის შექმნა, ეს ამბავი გავიგეთ, მეგობრებმა ირაკლი ბუკიამ და მურად ყოლბაიამ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ამერიკული ფეხბურთის კლუბი “Western Bad Boys”. გათვიცნობიერებული გვქონდა, რომ ეს საქართველოში უცხო სპორტი იყო, ვიცოდით, ყველაფერი თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ… გუნდი შევკრიბეთ. თავიდან გაგვიჭირდა, მარტო ბურთი გვქონდა. ფაქტიურად, ჩვენი ფინანსებით ვაკეთებდით ყველაფერს. ფედერაცია, შეძლებისდაგვარად, გვეხმარება ბურთები და “ხიშნიკები” გამოგვიგზავნა. მინდა გითხრათ, რომ მაშინ ფედერაციასაც არ ჰქონდა საშუალება. ახალი სპორტი იყო შედარებით, ახლაც ნელ-ნელა იკრებს ფეხს. თბილისური გუნდის წარმომადგენლებიც თავიანთი სახსრებით ჩამოდიან, რამდენჯერმე ტრენინგები ჩაგვიტარეს, ფიზიკური ვარჯიშები გავიარეთ. თეორიული ნაწილი აგვიხსნეს, ჩამოგვიტანეს ეკიპირების ნაწილი. ერთი პერიოდი, უფასოდ, ტრენაჟორებზე დავდიოდით “ბაიას” ბაზაზე.
-რატომ მაინც და მაინც ამერიკული ფეხბურთი?
-ბავშობიდან მიყვარდა ამერიკული ფეხბურთი. დიდი ინტერესი გამოიწვია, მას შემდეგ, რაც მასზე გადაღებული ფილმი ვნახე. ყოველთვის მინდოდა მეთამაშა. საქართველოში, სპორტის ეს სახეობა, საერთოდ არ იყო განვითარებული. დაახლოებით, შვიდი წლის წინ აიდგა ფეხი. ამერიკული ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ძმებმა ლუკა და ამირან ქირიებმა, პაპუნა სონგულიამ და სხვებმა. ნელ-ნელა განავითარეს. მიაღწიეს იმას, რომ თბილისში ჩემპიონატები ტარდება. თავიდან ერთი გუნდით დაიწყეს. დღეს, საქართველოში ამერიკული ფეხბურთის რვა გუნდია ჩამოყალიბებული.
-„Western Bad Boys“ -ში რამდენი ხართ?
-გუნდში 14 წევრი ვართ. რამდენიმე მოთამაშე აბიტურინეტი იყო და თბილისში წავიდა. ზოგი ემიგრაციაშია. დარჩენილები, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს ვუწყობთ ხელს.
-გუნდი სად ვარჯიშობს?
-თავიდან, მერიას მივმართეთ თხოვნით, ჩვენთვის მოეცა სავარჯიშო მოედანი. სპორტის განვითარების ცენტრმა გამოგვიყო სათამაშო მოედანი ონარიაში. გუნდში, ბევრი ისეთი იყო, ვისაც თამაში უნდოდა, მაგრამ ტრანსპორტის ფული არ ჰქონდათ. ვისაც მანქანა გვყავდა, ვატარებდით ერთმანეთს, მაშინ “პიკაპი” მყავდა ბორტზე შემოვისვამდი რამდენიმე ადამიანს და ასე მიმყავდა სათამაშოდ. სამწუხაროდ, ეკიპირების არქონის გამო, ბევრს აუცრუვდა გული. წელს, სპორტის განვითარების განყოფილებამ 5 ათასი ლარი გამოგვიყო. ფედერაციამ გამოგვიგზავნა ფორმები. ადრე, ექვსი ფორმა გვქონდა. ბიჭები რიგრიგობით ვიცვამდით. უკვე 14 სამხრე და 12 ჩაფქუტი გვაქვს. ეს თავიდანვე, რომ გვქონოდა, გუნდში უფრო მეტნი ვიქნებდით. ადრე, კვირაში სამჯერ ვარჯიშობდით. ახლა, ჩაის ფილიალთან მშენებარე ეკლესიასთან ფეხბურთის სტადიონია და იქ ვვარჯოშობთ. ქალაქთან ახლოსაა, ჩვენთვის მოსახერხებელია, სპორტმენებს შორს არ უწევთ წასვლა, შესაბამისად, ტრანსპორტირების პრობლემა იმდენად არ არის.
-გუნდის წარმატებები…
-ნაკრებში მოხვდნენ ჩვენი გუნდიდან 6 კაცი და ეს არის, ალბათ ჩვენი გუნდის დიდი წარმატება. ამის გარდა, თბილისის თასზე რამდენჯერმე გამოვედით, ამხანაგური თამაშები კარგად ვითამაშეთ. გვითხრეს, პირველი თამაშის კვალობაზე, მაგრად ითამაშეთო. ეგრე გააგრძელეთო. ცოტა დრო გვჭირდება და გვექნება კარგი შედეგები. პირველად, საქართველოს ჩემპიონატზე, რომ გავედი, დაბნეული ვიყავი. სპორტის თითქმის ყველა დარგში მითამაშია, მაგრამ ამერიკული ფეხბურთი სულ სხვაა. ჩვენი გუნდი ახალი ჩამოყალიბებული იყო და ჩემპიონატში არ ვღებულობდით მონაწილეობას. შარშან, თბილისში წავედით ჩეპიონატის საყურებლად. თბილისის გუნდში “ჯვაროსნებში” დავრჩი სავარჯიშოდ. მოგვიანებით, შემომთავაზეს მათ გუნდში მეთამაშა. მოედანზე, როცა გავედი, დავიხურე ჩაფხუტი და ფორმა ჩავიცვი ძალიან მაგარი შეგრძნება მქონდა. ამერიკული ფეხბურთი მოტივაციას გიმაღლებს და უფრო მიზანმიმართულს გხდის.
-როგორ ხდება გუნდში ახალი წევრის მიღება?
-მინდა გითხრათ, რომ ამერიკული ფეხბურთი განსხვავებულია თამაშის სტილით. ერთი შეხედვით წააგავს რაგბს, თუმცა სრულიად განსხვავებული წესები აქვს. გუნდში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, მხოლოდ 18 წლის ზემოთ არ ვღებულობთ. ნებისმიერი ტალანტის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი ამ სპორტში.
-კლიპის გადაღებას აპირებთ…
-დიახ. კლიპის გადაღებას ვაპირებთ. სადაც ნაჩვენები იქნება ჩვენი ვარჯიშები. გვინდა ფეისბუქზე ავტვირთოთ. ნახოს საზოგადოებამ. ადრე, რამდენიმე კლიპი გადავიღეთ და დავბოსტეთ. კლიპის ნახვის შემდეგ, რამდენიმე სპორტსმენი მოვიდა. ჩვენი მიზანიც ეს არის, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა ნახოს და მოვიდეს ჩვენთან. გუნდი უნდა შევავსოთ. ძალიან რთულია და ძნელია 14 ადამიანით გახვიდე მინდორზე და ითამაშო.
-თავისუფლი დრო…
-თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ვატარებ ან საინტერესო ფილმებს ვუყურებ. ასევე მიყვარს ბუნებაში სიარული.
-კმაყოფილი ხარ თუ არა საკუთარი თავით.
-არასდროს არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი. ცოტა ზარმაცი ვარ და სიზარმაცე ბევრ რაღაცაში მიშლის ხელს.
-ოჯახი…
-მამაჩემი ედიკა ციკუტანია, სხვადასხვა დროს, მუშაობდა ქალაქში, სხვადასხვა თანამდებობაზე. დედა ნატო გვაჯაია მცირე ბიზნეში მოღვაწეობს. მყავს ორი ძმა. ირაკლი და ილია ციკუტანიები.
-სამომავლო გეგმები…
-სამომავლოდ, მსურს, ჩემს მეგობრებთან ერთად საბავშვო სპორტული აკადემიის ჩამოყალიბება.