დაფნის ფოთოლი ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ


  • ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და 1-2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. მისი წასმა უმჯობესია ღამით.

ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ, შეფუთეთ და დატოვეთ ასე 4 საათი. შეგიძლიათ ტერმოსში მოამზადოთ. შემდეგ გაწურეთ. ეს 1 დოზაა, რომელიც 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპებით უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი 4 დღეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine + 3 =

Akismet ანტისპამი