ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა დაიწყო


 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტთან და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად დღეს დაიწყო ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. პირველი შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს უკვე შედგა.  ეს იყო ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხილვა.შეხვედრის დასაწყისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბიუჯეტის განხილვაზე მობრძანებულ საზოგადოებას მიმართა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ. მანვე აცნობა საზოგადოებას, რომ ზუგდიდის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება და ეს ციფრი დაახლოებით შეადგენს 18 მილიონ ლარზე მეტს.  განხილვის მორიგი ნაწილი 18 და 24 ნოემბერს არის ჩანიშნული. ბიუჯეტის პროექტი, განხილვის შემდეგ, 10 დღის ვადაში, უნდა გადაეგზავნოს მერიას  მორიგი განხილვისათვის.

ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს არასამათავრობოების, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!