აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი გუგუჩია აირჩიეს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი გუგუჩია აირჩია. გიორგი გუგუჩიას კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა წარადგინა.

მისი განცხადებით, კომიტეტისათვის გიორგი გუგუჩიას გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გუგუჩიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.”-აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!