- მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათამდე, №1 მარშრუტზე მოძრავი 5 სამგზავრო ავტობუსის გეგმური ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, №1 ბრუნის მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებენ, რამაც შესაძლოა, რეისების დაგვიანება გამოიწვიოს.
ადმინისტრაცია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 577 01 22 22, ან მიმართონ უწყებას ოფიციალურ Facebook გვერდზე (Messenger-ის საშუალებით).
