ჯგუშია m2-ზე და მერის არჩევნებზე


დღეს, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით: „ამ შენობაში, ხვალ, გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მონაწილეობით, დამარცხდება ზუგდიდში ყველაზე ჯანსაღი აზრი თუ შესძლებს ზუგდიდი დადიანების მიერ, მემკვიდრეობით დატოვებული უწმინდესი ტერიტორია შეინარჩუნოს, თუ ჩააბაროს “ბიზნეს ზვიგენს” ემ კვარდატის სახით გარიგებულს ხელისუფლებასთან.“

დღევანდელ ბრიფინგზე, თენგო ჯგუშიამ მიმართა ცენტრალურ ხელისუფლებას. ის ითხოვს, დროულად შეარჩიონ ზუგდიდის მერობის კანდიდატურა. „დროზე გამოიყვანეთ თქვენი აბდუშაჰილი ტატამზე, იმიტომ, რომ ძალიან გიჭირთ და ვერ არჩევთ კანდიდატურას. რაც უფრო ღირსეული კანდიდატურა გეყოლებათ, იქნება უფრო ღირსეული პაექრობა და უფრო გაუადვილდება არჩევანი მოქალაქეებს“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!