ჯგუშიამ “გზების კუთხით” დაიწყო აქცია

სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი და მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია, კომბინატის უბანში, შეხვდა მოსახლეობას და გზების გაუმართაობასთან დაკავშირებით, მის მიერ დაწყებული აქციის თანადგომა სთხოვა. “იცოდეთ, ჯგუშია გზების კუთხით იწყებს აქციას და ამას სჭირდება ერთად დგომა”. ჯგუშია ამბობს, რომ ის ზუგდიდის ქუჩებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგებისათის ხელისუფლებას აძლევს გარკვეულ დროს, სხვა შემთხვევაში კი, დადებს ციფრებს თუ რა თანხა დაიხარჯა ამ გზების და ქუჩების მშენებლობას და კეთილმოწყობაზე. მისი განმარტებით, ამ აქციით, ის, გადაინაცვლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.  აქციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. “სამეგრელოს ხმის” ლიდერს კი, ჰქონდა ეგრეთწოდებული “ლაივი” სოციალურ ქსელში.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.