ფოტოამბები ბოტანიკური ბაღიდან


ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კარგა ხანია აყვავდა იაპონური კომში, იუდას ხე, კოწახური. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილია ახალი მცენარეები. ბოტანიკოსმა ლარისა თირქიამ გვითხრა, რომ მცენარეები განაწილდება ბაღის ტერიტორიაზე. “შეივსება გამეჩხერებული ადგილები. მოეწყობა ყვავილნარები. თავისთავად ყველა ეს მცენარე გამრავლდება. განსაკუთრებით “წითელ წიგნში” შეტანილ მცენარეებზე ვამახვილებთ ყურადღებას.” პარალელურად, ბოტანიკურ ბაღში, რა თქმა უნდა, ინტენსიურად გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.
“ზუგდიდელები” გთავაზობთ, ჩვენი ჟურნალისტების: ეკა ფარულავასა და ანა ჯალაღონიას ფოტოამბავს ბოტანიკური ბაღიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!