უკვე ცნობილია პირველი 473 სოფელი, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროგრამაში მოხვდნენ.,მათ შორისაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის 111 სოფელი. ზუგდიდიდან ინტერნეტიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან – აბასთუმანი, ახალი აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, უჩაშონა, ჩხორია, ზედაეწერი, ტყაია,
გრიგოლიში, ინგირი, ოირემე, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, კორცხელი, ნაცატუ, ჩხოუში, ოდიში, დავითიანი, ოქტომბერი, ნაწულუკუ, რიყე, რუხი, შამგონა, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ცაცხვი, ურთა;
ჩამონათვალში დამახინჯებულია სოფლების სახელები, მაგრამ როცა ამ სოფლებში ინტერნეტიზაციის პროგრამა წარმატებით განხორციელდება, ამ სოფლების ზუსტი სახელწოდებებიც გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი. /ზუგდიდი – აბასთუმანი, ახალი აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, უჩა შონია, ჩხორია, ზედა ეწერი, ცყაია, გრიგოლიში, ინგირი, ოირემე, ჯიხაშკარი, ხულიშკარი, კორცხელი, ნაცაცე, ჩხოუში ოდიში, დავითიანი, ოქტომბერი, ნაწულუკუ, რიყე, რუხი, შამგონა, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ცაცხვი, ურთა;/
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.პროგრამა მოიცავს 10 რეგიონს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 150 ათასი დოლარია.