ხვალ “ცოტნეობაა”


12 აგვისტოს, ხობში, სახალხო-საეკლესიო დღესასწაული “ცოტნეობა” გაიმართება,სადაც სტუმრებს საქართველოს სახვადსახვა კუთხეებიდან ელოდებიან. დილის 9 საათიდან სადღესასწაულო წირვა გაიმათება ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად, ცოტნე დადიანია დაკრძალული. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. სახალხო დღესასწაულზე მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, ლელობურთსა და ნარდში შეეჯიბრებიან. გაიმართება სამეცნიერო კონფერენციაც. 15 საათიდან ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში სამეგრელო-ზემო სვანეთის ეთნოკუთხეების დათვალიერება იქნება შესაძლებელი, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინება. ხეივანშივე გაიმართება რამდენიმე თეატრალური სანახაობა, მათ შორის ცოტნე დადიანის მოღვაწეობის აღმნიშველი კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. ასევე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!