ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისათვის


 13 აგვისტოს, 11:00 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო და მერია საჯარო განხილვის მიზნით წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს.
შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ ინიციატივით იმართება. შეხვედრაზე პროექტს წარადგენენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელების“ წევრი, ბატონო გიორგი თოდუა და ზუგდიდის მერი, ბატონი ირაკლი გოგოხია. აღნიშნულ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა საკუთარი აზრი გამოთქვას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან. აღნიშნულ ღონისძიებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!