ხვალ ზუგდიდის 50 საჯარო სკოლაში დაიწყება ახალი სასწავლო წელი


  • ხვალ, 15 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლიდან, 50 საჯარო და 6 კერძო სკოლაში დაიწყება ახალი სასწავლო წელი.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება მათივე უსაფრთხოებისთვის.

“51 საჯარო სკოლიდან, სასწავლო პროცესი დაიწყება 50 საჯარო და 6 კერძო სკოლაში. ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიდო სასწავლო პროცესი ერთი კვირით. სკოლაში, გარე ფასადის რემონტი მიმდინარეობს და მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ სკოლაში სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყოს.

1 ოქტომბრიდან, მეორე საჯარო სკოლაში იწყება სარემონტო სამუშაოები, რის გამოც, ამ სკოლის საგაკვეთილო პროცესი განხორციელდება პირველ საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში. ასევე, მოხდება მეთერთმეტე საჯარო სკოლაში, მისი საგაკვეთილო პროცესი განხორციელდება მეექვსე სკოლაში, მეორე ცვლაში.

ხვალ, 1400-მდე პირველკლასელისთვის დაირეკება პირველი ზარი. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!