- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, ხვალ, 28 სექტემბერს სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად განახლდება-ამის შესახებ სკოლის დირექტორმა ლარისა ქირიამ ფეისბუქისსაკუთარ გვერდზე დაწერა.
“ჩემო საყვარელო ბავშვებო, ხვალ ჩვეულებრივად სკოლაში ვსწავლობთ, ჩვენს საკლასო ოთახებში, ასე რომ გელოდებით დიდი სიყვარულით”,-წერს სკოლის დირექტორი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა რესურსცენტის ხელმძღვანელს კახა ფარცვანიას. მან განაცხადა: “დიდინეძში ბავშვს არ დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად, სკოლა, ხვალიდან ჩვეულებრივად გაანახლებს მუშაობას. რაც შეეხება მოსწავლეს, ის იქნება თვითიზოლაციაში”.
ამ დილით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რამდენიმე თემის საჯარო სკოლის მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო, სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდებოდა და ონლაინ გაგრძელდებოდა.