ჭკადუაშის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ინგლისურ ენაზე დადგეს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით, დადგეს სპექტაკლი “The three little pigs” (“სამი გოჭი”).

ინგლისურის პედაგოგმა სოფიო ხაბურზანიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ამ წარმოდგენით მოსწავლეები დაემშვიდობნენ მესამე კლასს.

“იდეაში სულ მქონდა სურვილი მოსწავლეებს ინგლისურში ნასწავლი სიტყვები და გრამატიკა პრაქტიკაში გამოეყენებია. ამიტომ გადავწყვიტე დამედგა სპექტაკლი “The three little pigs” (“სამი გოჭი”). მოსწავლეებისთვის ალისა გამისონიასთვის, მილანა თორდიასთვის, ელენე მებონიასთვის, ნიკუშა პაპავასთვის, ჯემალი ჭითანავასთვის, ელენე ჯამდელიანისთვის, ბარბარე, დავით და ნია ჯინჯოლავებისთვის მუშაობის პროცესი, მიუხედავად დამღლელი შრომისა, ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ასევე ჩემთვისაც. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. შემთხვევით ვსარგებლობ და მადლობა მინდა გადავუხადო “ეტალონს” ჩვენი ნამუშევრის დადებითად შეფასებისთვის. ასევე მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას, მუსიკის მასწავლებელს ქეთევან ჯალაღონიას და მშობლებს გვერდში დგომისთვის”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.