ჩვენი სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნები “ნაციონალური მოძრაობის” და მისი მაჟორიტარობის კანდიდატის უპირატესობით დამთავრდა. ასევე მოხდა მუნიციპალიტეტში სადაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მცირე უპირატესობით გაუსწრო ნაციონალების კანდიდატს სანდრა რულოვსს.
ჩვენ დილიდანვე ვცდილობდით დავკავშირებოდით #65 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს, მაგრამ სამწუხაროდ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. ასევე, არ უპასუხეს ჩვენს ზარებს “ქართული ოცნების” კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”კანდიდატმა ლევან კონჯრიამ. ჩვენს ზარს უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მის ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ, ზუგდიდში მოსალოდნელია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა.