გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია


ჩვენ ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.„საქართველო, გილოცავ დიდ გამრჯვებას. ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. გილოცავთ. დიდი მადლობა. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვენლოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი – არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით, ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!