წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები


  • როგორც ცნობილია, წითელ ღვინოს აქვს დამამშვიდებელი თვისება. ის მოგიხსნით დაღლილობას. ასევე, მას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებაც.

დაიმახსოვრეთ, ღვინით მკურნალობის დროს ის რაოდენობა უნდა მიიღოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს თრობას. წითელი ღვინო – ეს გახლავთ “სისხლი ჭიქაში”.  იგი გამოიყენება ანემიის და სისხლის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. ბევრ კლინიკაში, სადაც გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, სისტემური დაავადებების მქონე პაციენტები მკურნალობენ, ექიმები მათ რაციონში მცირე რაოდენობით წითელ ღვინოს რთავენ, რაც ორგანიზმს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს: იმისთვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა. ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო ან გაანაწილოთ სამად და 3- ჯერ დალიოთ 1ს/კ. ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში გააკეთეთ.
ანემიისა და სისხლდენის დროს: ერთი კვირის განმავლობაში დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.
გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4 ჯერ დალიეთ 50 გრ ღვინო. ის ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ.
ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა მიიღოთ 50 გრ თბილი ღვინო.
დიარეის დროს: ასევე დღეში 50 გრ სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.
ძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი, 30 გრ წითელი ღვინო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!