- 4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიც შეუერთდა.
ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკის მკითხველებმა ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ ახალ ლიტერატურას, ისაუბრეს წიგნიერებაზე და ერთმანეთს გაუზიარეს წიგნიერი ემოციები.
ბიბლიოთეკამ ვიზიტორებს წიგნის რესტავრაციის მასტერკლასი შესთავაზა.

ინფორმაციისთვის: წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება.
