ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ძლიერი წვიმის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა. გრიგოლიშში, ჯიხაშკარსა და ნარაზენში გზები ჩამოირეცხა.
ჯიხაშკარში 2 ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთი დაეტბორა, ხოლო ცაცხვი -ცაიშის გზაზე ღელეს ადიდებას საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფრმაციით, შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე პრობლემების აღმოსაფხვრელად.