„ცოცხალი წიგნები”


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“- ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 8 კაციანი მობილური ჯგუფი ესტუმრა ქალაქ ზუგდიდს. შეხვედრა შედგა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მანანა დუმბაძე, ბათუ დანელია, ნათია როსტიაშვილი, გიორგი ბუნდოვანი, გიორგი კაკაბაძე, რუსუდან კაიშაური, თინა ჭეჟია და დათო ყანჩაშვილი. ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ-მარიამ წიკლაური. პოეტებმა დღევანდელ საღამოზე წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ფრაგმენტები საკუთარი ნაწარმოებებიდან. პროზისა და პოეზიის მოყვარულებს საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ ავტორებს, გასცნობოდნენ ახალ გამოცემებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე. „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. აღნიშნული პროექტი 14 აპრილს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა, კულტურის სამსახურისა და მედიის წარმომადგენლებ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!