ცნობილი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია ზუგდიდს ესტუმრა


საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით, დღეს, ზუგდიდელები, აკადემიკოსს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, გამომგონებელს,  კარდიოქირურგს ლეო ბოკერიას “ჯიჯი” გიმნაზიაში შეხვდნენ. ბატონმა ლეომ  საზოგადოებასთან შეხვედრამდე „ჯიჯი“ სკოლა დაათვალიერა, შეხვდა მოსწავლეებს და  გაესაუბრა მათ.

  შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, რომელმაც აკადემიკოსის პიროვნულ თვისებებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა. ოთარ ფაცაციამ აღნიშნა, რომ „ ბატონი ლეოს შვილები მოსკოვის სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, მათ ძალიან უყვართ საქართველო და განიცდიან რუსეთ – საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, ბატონი ლეო შვიდი შვილიშვილის ბაბუაა. მათ შორის, სამი ვაჟიშვილის და ოთხი ქალიშვილის. ბატონი ლეო დიდ პატივს სცემს ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ყველანაირად უდგას მათ გვერდში“

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა როლანდ ახალაიამ თავის გამოსვლაში ბატონ ლეოს მადლობა გადაუხადა, დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, რომ გამონახა დრო და ჩამოვიდა  ზუგდიდში. მან ასევე ისაუბრა ბატონი ლეოს მიღწევებზე, მის პროფესიონალიზმზე და ადამიანურ ღირსებებზე.

საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრმა მურმან ნაჭყებიამ აღნიშნა, „ბატონი ლეო ათეული წლებია მოსკოვში მოღვაწეობს, მაგრამ ეს პიროვნება არასდროს მოსწყვეტია თავის ფესვებს“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=kgIe7ix_bOo[/embedyt]

ბატონმა ლეომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ჯიჯიში“ სტუმრობით აღფრთოვანებულია და მოხარულია ზუგდიდელებთან შეხვედრით.”დღეს,  მე უნდა მოვყვე ჩემი ცხოვრების დეტალები“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Np58FHGPyks[/embedyt]

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები და საჯარო მოხელეები, შეხვედრამ რამდენიმე საათს გასტანა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!