ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს


  • ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც მათ ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის გამოცდა უკვე მოხდა პეკინის უნივერსიტეტში და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.

„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“,-აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!