“ჩვენ ვკრებთ დავით აღმაშენებლის ლაშქარს”


ზუგდიდში დღეს, “საქართველოს ეროვნული ხსნის ფრონტის“ ადგილობრივი ორგანიზაცია დაფუძნდა. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველო „უსკრულის პირასაა“, რისი გააზრება და ადექვატური სამოქმედო ხედვის დასახვაც უნდა მოხდეს. ამ მიზეზით გააქტიურდნენ, მთელ ქვეყანას მოიცავენ და მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ეროვნული ყრილობას გამართავენ. მათი კურსი თითოეულ სახელმწიფოსთან თანაბარი დამოკიდებულებაა. „ეს ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას დაპირისპირების არეალს და ის არ იქნება ეპიცენტრი საბრძოლო მოქმედებების. ჩვენ არ უნდა ვიყოთ საბრძოლო არენა იმპერიათა დაპირისპირების. არ მოვდივართ თქვენი ხმების მოსაპოვებლად. ეს არ გვჭირდება. მოვდივართ ერთი თხოვნით – ჩვენ ვკრებთ დავით აღმაშენებლის ლაშქარს, რათა საქართველომ მეორე ძლევაი საკვირველი მოახდინოს.  განაცხადა „ეროვნული ხსნის ფრონტის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქელეხსაშვილმა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!